ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA)     USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს - Crop2Shop. პროექტი დაიწყო 2019 წლის დეკემბერს და მის ფარგლებში ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა საქართველოს ყველა რეგიონში, მოახდინეს ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერების პრობლემების შესწავლა და სწორედ, ამ გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირების გათვალისწინებით შეიქმნა ვებ-გვერდი crop2shop.ge.


ვებ-გვერდის მიზანია კომპანიებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისათვის და ამარტივებს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას.


crop2shop.ge -ზე წარმოდგენილია 22-მდე პროდუქტი, თითო პროდუქტზე შეგიძლიათ იხილოთ 5 მოთხოვნად ქვეყანაში ექსპორტისთვის საჭირო აუცილებელი საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროს კომპანიამ საკუთარი პროდუქტის ექსპორტისთის. ვებ-გვერდის მიზანია ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიების გაუადვილოს პროდუქტის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე და გაზარდოს პროდუქციის ხარისხი.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით ადვოკატირების, კონსულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 100-მდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას. EDA-ს წევრთა უმეტესობა მოღვაწეობს საწარმოო სექტორებში, თუმცა EDA ასევე აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც. ჩვენ ვთავაზობთ მუდმივად განახლებულ პროდუქტის / ბაზრის მოკლე მიმოხილვას ექსპორტიორებს და სტიმულს ვაძლევთ ქართულ კომპანიებს ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ჩვენი მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის ტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

სერვისები

ჩვენი მომსახურებები მოიცავს ექსპორტის განვითარების ყველა იმ ასპექტს, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს კომპანიას. სრული საერთაშორისო დაფარვისთვის ჩვენვთანამშრომლობთ წამყვან ევროპულ საექსპორტო საკონსულტაციო ფირმასთან და უზრუნველვყოფთ ჩვენს წევრებს წვდომით თანამედროვე მომსახურებებზე ნებისმიერბაზარზე ან სექტორში.EDA 15 სახის მომსახურებას უწევს ესპორტიორებს: ექსპორტის მზადყოფნიდან და საექსპორტო


პარტნიორის შერჩევამდე. ჩვენი მომსახურებებით კომპანიებს უადვილდებათ საექსპორტობარიერების დაძლევა და იღებენ სრულ ინფორმაციას სამიზნე ბაზრებზე მოქმედი რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ. ინტერნაციონალიზაციის შესახებ


პოტენციალის აუდიტიდან - სამიზნე ბაზრის კვლევასა და პოტენციური საბაზო სახელმძღვანელო საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანიისთვის უფასოა.ძვენი წევრები არ იხდიან საწევრო მოსაკრებელს, თუმცა ევალებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევებში წელიწადში ორჯერ, რადგან ჩვენ გვჯერა ექსპორტის განვითარების, რომელიც ეფუძნება დროის რეალურ პერიოდში შესწავლილ ინფორმაციას.ყველა წევრს აქვს ფასდაკლება EDA და Gateway&Partners-ის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებზე.